IODE ASSOCIATED DATA UNIT (ADU)
INTERNATIONAL OCEANOGRAPHIC DATA AND INFORMATION EXCHANGE
 
  • Sub Menu

შავი ზღვის ტურიზმის ქსელი

პროექტი დაფინანსდა ერთობლივი საოპერაციო პროგრამა ”შავი ზღვის აუზი 2007-2013” –ის ფარგლებში, ევროკომისია

პრიორიტეტი 1 -  ერთობლივი  რესურსების  საფუძველზე,  ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის ხელშეწყობა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით. 

 განზომილება 1.2   -    ტურიზმის ქსელის შექმნა  ერთობლივი ტურიზმის განვითარების  ინიციატივებისა  და  ტრადიციული პროდუქტის  წარმოსაჩენად.

 

პროექტის სახელწოდება:  შავი ზღვის ქსელის შექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების  მიზნით  ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და  საქართველოში (BS-TOURISM NET)

ხანგრძლივობა 24 თვე.

პროექტის მთავარი მიზანია:   შეიქმნას და ამუშავდეს შავი ზღვის ერთობლივი და თვითმკმარი მდგრადი ტურიზმის ქსელი, რომელიც  მოიცავს წამყვან მუნიციპალიტეტებს, ბუნების დაცვისა და სოციო-ეკონომიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბუნების დაცვის ასოციაციებს, ტურიზმის ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს, რომელნიც ჩართულები არიან ტურიზმის განვითარებასა და პოლიტიკაში ეროვნულ, რეგიონალურ და  ტრანსსასაზღვრო  დონეზე.  ასევე,  გაუწიოს კოორდინაცია, სტიმულირება და გავრცელება ეროვნულსა და საერთაშორისო ტურისტულ აქტივობას შავი ზღვის რეგიონში ბუნების დაცვის მდგრად საფუძველზე.

განსაკუთრებული მიზნები:

1.      გაუმჯობესდეს ცოდნის გაზიარების პროცესი;

2.      გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ეროვნული და რეგიონალური ტურისტული ინფორმაციის პროვაიდერებსა და ტურისტულ ინდუსტრიას  შორის;

3.      წახალისდეს და განვითარდეს მდგრადი ტურიზმის პოტენციალი  ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში  ეროვნულ, საერთაშორისო და შავი ზღვის რეგიონალურ დონეზე;

4.      გაუმჯობესდეს ტურიზმის შესახებ არსებული მონაცემების და  ინფორმაციის გაცვლის     შესაძლებლობა და მისი ხელმისაწვდომობა   შავი ზღვის ტურიზმის ინტერაქტიული ვებ-პორტალის მეშვეობით.

 

მოსალოდნელი  შედეგები:

- ტრანსნაციონალური ტურიზმის ცოდნისა და ექსპერტიზის ქსელის შექმნა შავი ზღვის რეგიონში ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

- შავი ზღვის რეგიონში ტურიზმში ჩართული ორგანიზაციების გაუმჯობესებული  კოორდინაცია და თანამშრომლობა, რომელიც დასრულდება ისეთი ერთობლივი ტურისტული  ღონისძიებებით, როგორიცაა, მაგალითად, სოციო-ეკონომიკური და ბუნების დაცვის კუთხით დასაბუთებული ერთობლივი ტურისტული პროგრამები;

 - შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერება    ერთობლივი  ღონისძიებების, ერთობლივი ტურისტული პროგრამების  და თავისუფლად ხელმისაწვდომი შავი ზღვის ტურიზმის ვებ-პორტალის მეშვეობით;

 - გაუმჯობესებული თანამშრომლობა და  კოორდინაცია  შავი ზღვის  და ევროპის ტურისტულ პროვაიდერებს შორის, მომხმარებლების და მესაკუთრეთა ერთობლივი კონსულტაციების და საერთაშორისო  უორქშოფების მეშვეობით.