IODE ASSOCIATED DATA UNIT (ADU)
INTERNATIONAL OCEANOGRAPHIC DATA AND INFORMATION EXCHANGE
 

რეგიონალური ოკეანოგრაფია

ყოველ მეცნიერებას აქვს თავისი კვლევის ობიექტი. ფიზიკური გეოგრაფიის საგანს წარმოადგენს გეოგრაფიული სამყარო, როგორც მთლიანი სისტემა, ხოლო ოკეანოგრაფიის შესწავლის საგანს მსოფლიო ოკეანე წარმოადგენს.   რეგიონალური ოკეანოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს მსოფლიო ოკეანეების სხვადასხვა ნაწილს, მის ჰიდროლოგიურ რეჟიმს, მორფოლოგიურ სტრუქტურას  და ბუნებრივ საზღვრებს.

რეგიონალური ოკეანოგრაფია, როგორც ყველა მეცნიერება, ისახავს რამდენიმე ამოცანას: – ოკეანოგრაფიული მოვლენების აღმოჩენა, კვლევა და მიღებული შედეგების გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კვლევის პროცესში რეგიონალურ ოკეანოგრაფია იყენებს საზღვაო დაკვირვებებს, ექსპერიმენტს და მოდელირებას.

View More...

 

საქართველოს შავიზღვისპირა კურორტების მოკლე დახასიათება, ზღვის აკვატორიაში და მასში ჩამდინარე მდინარეების წყლის ხარისხის შეფასება

ბროშურაში წარმოდგენილი და შეფასებულია საგრანტო პროექტით  გათვალისწინებული 2014-2017 წლების კვლევის შედეგები. მოცემულია შავიზღვისპირეთის კურორტების  მოკლე დახასიათება, ზღვის აკვატორიისა და მასში ჩამდინარე მდინარეების წყლის ხარისხის შეფასება.

ბროშურა შავიზღვისპირეთის კურორტების შესახებ  დახმარებას გაუწევს და წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ვიზიტორებს, ტურისტებსა და შავი ზღვის კურორტებზე დასვენების მსურველებს.

View More...

 
 

ევროპის ზღვებში საზღვაო ნარჩენების (მარინოლიტერის) მონიტორინგის სახელმძღვანელო

ევროგაერთიანების საზღვაო დირექციის, წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნების და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების მიერ ერთობლივად  შემუშავებულია ზოგადი სტრატეგია  „2008/56/EC საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD)“ შესრულების ხელშეწყობის მიზნით. ამრიგად,  სტრატეგიის მთავარი მიზანია დირექტივის თანმიმდევრული და შეთანხმებული განხორციელება. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის ტექნიკურ და სამეცნიერო მდგენელების ზოგად კვლევებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე. კერძოდ, სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანია არასაკანონმდებლო და პრაქტიკული დოკუმენტების შემუშავება, როგორიცაა რეკომენდაცია დირექტივის სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. ეს დოკუმენტები გამიზნულია იმ ექსპერტებისათვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული დირექტივის (MSFD) რეალიზაციასთან საზღვაო რეგიონებში.  

საზღვაო ნარჩენების ტექნიკურ ქვეჯგუფს (TSG-ML-ს) ხელმძღვანელობს გარემოს გენერალური დირექტორატი (DG ENV) და მართავს საფრანგეთის საზღვაო კვლევების ინსტიტუტი (IFREMER), ევროპის გაერთიანებული სამეცნიერო ცენტრი (EC Joint Research Centre JRC) და გერმანიის გარემოს სააგენტო. ჯგუფი შედგება წევრი ქვეყნების დელეგატებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციებისა და მიწვეული ექსპერტებისაგან. სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვაო ნარჩენების შეთანხმებული მონიტორინგის პროგრამის შექმნაში. ვინაიდან აღნიშნული თემატიკა და მიმართულება მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ჯერ კიდევ ჩაყალიბების პროცესშია  და  სწრაფად იძენს ახალ  გამოცდილებას, წინამდებარე სახელმძღვანელო უნდა განვიხილოთ როგორც ცოცხალი და რეგულარულად განახლებადი დოკუმენტი. საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფმა შეათანხმა ამ დოკუმენტის, როგორც  MSFD-ს  იმპლიმენტაციის ზოგადი სტრატეგიის შესახებ შექმნილი ტექნიკური სახელმძღვანელოს გამოცემა

 (თანახმად პუნქტი 6-ისა წესებისა და პროცედურების შესახებ).

 საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი ადგენს: „ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექსპერტებს, რომლებმაც მოამზადეს მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა დოკუმენტები, რომელიც მომზადებულია დანერგვის ზოგადი სტრატეგიის შესაბამისად, შეასრულებენ გადამწყვეტ როლს საზღვაო ჩარჩო დირექტივის რეალიზაციაში. ეს ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, ასევე დანერგვას და გამოცდას ევროგაერთიანებაში და მის გარეთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს დოკუმენტი ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება არსებულ ფორმაში თუ იგი წარედგინება ფართო საზოგადოებას, როგორც დანერგვის საქმეში წინსვლის საფუძველი“.

საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი შეაფასებს და მიიღებს სახელმძღვანელოს გადახედვის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის და იმ გამოცდილების კვალობაზე, რომელსაც შეიძენს საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის  დანერგვის დროს.

View More...

 

შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგი უკრაინა-საქართველოს ერთობლივი კვლევა გემზე „მარე ნიგრუმ“

ეს გამოცემა განახორციელდა UNDP-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით , რეგიონული პროექტ „ შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესებ“-ის EMBLAS - II ფარგლებში. პუბლიკაციის შინაარსი არ გამოხატავს UNDP-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას

View More...

 
 

შავი ზღვის ოკეანოგრაფია წარსულში და თანამედროვე ეტაპზე

წიგნი ეძღვნება შავი ზღვის ოკეანოგრაფიის განვითარების ძირითად ეტაპებს შუა საუკუნეებიდან დღემდე და ამ უნიკალური ზღვის აუზის ჰიდროლოგიის არსებით თავისებურებებს. მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი შავი ზღვის ოკეანოგრაფიის თანამედროვე მიმართულებას — ოპერატიულ ოკეანოგრაფიას და მოკლედაა აღწერილი ავტორთა საკუთარი კვლევის შედეგები ამ სფეროში, კერძოდ, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონული პროგნოზული სისტემა, რომელიც ემყარება მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებას.

წიგნით მკითხველთა დაინტერესებას, უდავოდ, გაზრდის ისტორიული ცნობები შავი ზღვის შესახებ ანტიკური დროიდან დღემდე, რომელთაგან მსოფლიოში ცნობილი მითი არგონავტების შესახებ უშუალოდ უკავშირდება შავ ზღვასა და საქართველოს.

წიგნი საინტერესო იქნება არა მარტო ოკეანოლოგებისათვის, არამედ შავი ზღვისა და ბუნებრივი გარემოს საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. ის, ასევე, გარკვეულ სარგებლობას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სპეციალიზირდებიან ჰიდროლოგიასა და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიაში.

View More...

 

ზოგადი ოკეანოლოგია

სახელმძღვანელო შედგენილია ახალი კურსის – “ოკეანოლოგია” –სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით და ძირითადად გათვალისწინებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს ასევე მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და ზოგადად ოკეანოლოგიით დაინტერესებულ ყველა პირს.

View More...

 

სასწავლო/სალექციო მასალა ოკეანოგრაფიაში

სასწავლო/სალექციო მასალა ოკეანოგრაფიაში

View More...

 

ზღვის ეკოლოგია

კახაბერ ბილაშვილი, მარიამ ელიზბარაშვილი, ნოდარ წივწივაძე

ზღვის ეკოლოგია თსუ, თბილისი, 2009

View More...