შავი ზღვის ოკეანოგრაფია წარსულში და თანამედროვე ეტაპზე
წიგნი ეძღვნება შავი ზღვის ოკეანოგრაფიის განვითარების ძირითად ეტაპებს შუა საუკუნეებიდან დღემდე და ამ უნიკალური ზღვის აუზის ჰიდროლოგიის არსებით თავისებურებებს. მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი შავი ზღვის ოკეანოგრაფიის თანამედროვე მიმართულებას — ოპერატიულ ოკეანოგრაფიას და მოკლედაა აღწერილი ავტორთა საკუთარი კვლევის შედეგები ამ სფეროში, კერძოდ, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონული პროგნოზული სისტემა, რომელიც ემყარება მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებას.
წიგნით მკითხველთა დაინტერესებას, უდავოდ, გაზრდის ისტორიული ცნობები შავი ზღვის შესახებ ანტიკური დროიდან დღემდე, რომელთაგან მსოფლიოში ცნობილი მითი არგონავტების შესახებ უშუალოდ უკავშირდება შავ ზღვასა და საქართველოს.
წიგნი საინტერესო იქნება არა მარტო ოკეანოლოგებისათვის, არამედ შავი ზღვისა და ბუნებრივი გარემოს საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. ის, ასევე, გარკვეულ სარგებლობას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სპეციალიზირდებიან ჰიდროლოგიასა და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიაში.