IODE ASSOCIATED DATA UNIT (ADU)
INTERNATIONAL OCEANOGRAPHIC DATA AND INFORMATION EXCHANGE
 

ევროპის ზღვებში საზღვაო ნარჩენების (მარინოლიტერის) მონიტორინგის სახელმძღვანელო

ევროგაერთიანების საზღვაო დირექციის, წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნების და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების მიერ ერთობლივად  შემუშავებულია ზოგადი სტრატეგია  „2008/56/EC საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD)“ შესრულების ხელშეწყობის მიზნით. ამრიგად,  სტრატეგიის მთავარი მიზანია დირექტივის თანმიმდევრული და შეთანხმებული განხორციელება. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის ტექნიკურ და სამეცნიერო მდგენელების ზოგად კვლევებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე. კერძოდ, სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანია არასაკანონმდებლო და პრაქტიკული დოკუმენტების შემუშავება, როგორიცაა რეკომენდაცია დირექტივის სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. ეს დოკუმენტები გამიზნულია იმ ექსპერტებისათვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული დირექტივის (MSFD) რეალიზაციასთან საზღვაო რეგიონებში.  

საზღვაო ნარჩენების ტექნიკურ ქვეჯგუფს (TSG-ML-ს) ხელმძღვანელობს გარემოს გენერალური დირექტორატი (DG ENV) და მართავს საფრანგეთის საზღვაო კვლევების ინსტიტუტი (IFREMER), ევროპის გაერთიანებული სამეცნიერო ცენტრი (EC Joint Research Centre JRC) და გერმანიის გარემოს სააგენტო. ჯგუფი შედგება წევრი ქვეყნების დელეგატებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციებისა და მიწვეული ექსპერტებისაგან. სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვაო ნარჩენების შეთანხმებული მონიტორინგის პროგრამის შექმნაში. ვინაიდან აღნიშნული თემატიკა და მიმართულება მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ჯერ კიდევ ჩაყალიბების პროცესშია  და  სწრაფად იძენს ახალ  გამოცდილებას, წინამდებარე სახელმძღვანელო უნდა განვიხილოთ როგორც ცოცხალი და რეგულარულად განახლებადი დოკუმენტი. საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფმა შეათანხმა ამ დოკუმენტის, როგორც  MSFD-ს  იმპლიმენტაციის ზოგადი სტრატეგიის შესახებ შექმნილი ტექნიკური სახელმძღვანელოს გამოცემა

 (თანახმად პუნქტი 6-ისა წესებისა და პროცედურების შესახებ).

 საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი ადგენს: „ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექსპერტებს, რომლებმაც მოამზადეს მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა დოკუმენტები, რომელიც მომზადებულია დანერგვის ზოგადი სტრატეგიის შესაბამისად, შეასრულებენ გადამწყვეტ როლს საზღვაო ჩარჩო დირექტივის რეალიზაციაში. ეს ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, ასევე დანერგვას და გამოცდას ევროგაერთიანებაში და მის გარეთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს დოკუმენტი ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება არსებულ ფორმაში თუ იგი წარედგინება ფართო საზოგადოებას, როგორც დანერგვის საქმეში წინსვლის საფუძველი“.

საზღვაო სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი შეაფასებს და მიიღებს სახელმძღვანელოს გადახედვის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის და იმ გამოცდილების კვალობაზე, რომელსაც შეიძენს საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის  დანერგვის დროს.