საზღვაო მონაცემების და ინფორმაციის მენეჯმენტი
ოკეანოგრაფიული მონაცემების მართვის და განკარგვის (მენეჯმენტის) არსებული ფილოსოფია, სტრუქტურა და მიდგომა მსოფლიო ოკეანის დაკვირვების სისტემის პარალელურად და მასთან ერთად ჩამოყალიბდა. სწორედ ოკეანის დაკვირვების სისტემამ, რომელიც თავიდან კლიმატის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა, განსაზღვრა მონაცემთა მართვის სისტემის აუცილებლობა. იგი, ერთის მხრივ, ეფუძნება გარკვეულ შედეგზე გათვლილ მოკლევადიან საერთაშორისო პროექტებს, (მაგ. WOCE, TOGA და ა.შ.) და მეორეს მხრივ, გაპირობებულია ისეთი მუდმივმოქმედი სამთავრობaთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობით და ხელშეწყობით, როგორიცაა GLOSS, IGOSS და IODE.