რეგიონალური ოკეანოგრაფია
ყოველ მეცნიერებას აქვს თავისი კვლევის ობიექტი. ფიზიკური გეოგრაფიის საგანს წარმოადგენს გეოგრაფიული სამყარო, როგორც მთლიანი სისტემა, ხოლო ოკეანოგრაფიის შესწავლის საგანს მსოფლიო ოკეანე წარმოადგენს. რეგიონალური ოკეანოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს მსოფლიო ოკეანეების სხვადასხვა ნაწილს, მის ჰიდროლოგიურ რეჟიმს, მორფოლოგიურ სტრუქტურას და ბუნებრივ საზღვრებს.
რეგიონალური ოკეანოგრაფია, როგორც ყველა მეცნიერება, ისახავს რამდენიმე ამოცანას: – ოკეანოგრაფიული მოვლენების აღმოჩენა, კვლევა და მიღებული შედეგების გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კვლევის პროცესში რეგიონალურ ოკეანოგრაფია იყენებს საზღვაო დაკვირვებებს, ექსპერიმენტს და მოდელირებას.