ოკეანოგრაფიულ მონაცემთა გაცვლის საერთაშორისო სისტემა (IODE/IOC/UNESCO)
IODE-ს (ოკეანოგრაფიულ მონაცემთა საერთაშორისო გაცვლის პროგრამა), ისევე როგორც მსოფლიო მონაცემთა ცენტრების (WDC) დაარსება დაკავშირებულია 1957-1959 წლებში ჩატარებულ საერთაშორისო გეოფიზიკურ წელთან. ეს სისტემა მოიცავს ეროვნულ და მსოფლიო ცენტრების ქსელს, რომელშიც სამი მსოფლიო ცენტრის (WDC – A Washington DC, USA; WDC-B Obninsk, Russia; WDC-D Tianjin, China) გარდა, გაერთიანებულია 60-ზე მეტი ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ცენტრი (NODC), სააგენტო ან ბიურო. საქართველოში ასეთი სტრუქტურა (GeoDNA) ფუნქციონირებს 2001 წლიდან ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამ ხნის განმავლობაში მან მრავალ საერთაშორისო პროექტში მიიღო მონაწილეობა და არის ჩართული IODE-ს სისტემაში.
IODE (UNESCO), რომელიც IOC–ის (სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისია, იუნესკო) პროგრამას წარმოადგენს, შეიქმნა საზღვაო კვლევის შემდგომი ინტენსიფიკაციის მიზნით. ამისათვის გადაწყდა ოკეანოგრაფიული მონაცემების მაქსიმალური გაცვლის უზრუნველყოფა IODE–ს ქვეყნებს შორის, რომელთა შორისაა არა საზღვაო ქვეყნებიც. ამ პროგრამის წარმატებას ბევრად განაპირობებს მრავალი ქვეყნის ცალკეული საზღვაო ინსტიტუტების და ოკეანოგრაფების ნებაყოფლობითი და უანგარო მონაწილეობა მონაცემთა გაცვლაში, საექსპერტო სამსახურსა და სისტემების განვითარებაში. IODE-ს კიდევ ერთი ელემენტია ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ეროვნული პასუხისმგებელი ცენტრი (RNODC), რომელიც WDC-ის დასახმარებლად შეიქმნა. IODE-ეს ჩამოყალიბება ემთხვევა იმ დროს, როდესაც ოკეანოგრაფია იმ მეცნიერებიდან, რომელიც ძირითადად ლოკალურ პროცესებს იკვლევდა გადაიზარდა მსოფლიო ოკეანეში მიმდინარე ყველა სახის მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებად, რომელიც მჭიდრო კავშირშია გლობალური კლიმატის შემსწავლელ მეცნიერებებთან. ასეთ ვითარებაში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება საზღვაო მონაცემებზე. ნათელი გახდა, რომ მონაცემთა გაცვლა ეკონომიკურად გაცილებით ხელსაყრელია ვიდრე მათი მოპოვება. ამრიგად, IODE-ს პროგრამა ეყრდნობა სამ ძირითად ელემენტს, ესენია: მონაცემების ნებაყოფლობითი გაცვლა ქვეყნებს შორის, ოკეანოგრაფიული მონაცემების ეროვნული ცენტრები (NODC, DNA) და ოკეანოგრაფიულ მონაცემთა პასუხისმგებელი ეროვნული ცენტრები (RNODC).
2007 წელს დაარსდა IODE-ს კიდევ ერთი საერთაშორისო პროგრამა სახელწოდებით შავი ზღვის რეგიონის საზღვაო მონაცემების და ინფორმაციის ქსელი - ODINBLACKSEA (http://www.odinblacksea.org/), რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს. რეგიონალური ინსტიტუტების და ინიციატივების განვითარებას.
|